weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი – გახარია

16:06 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება, მთავრობა სრულად მართავს პროცესს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 ათასი საწოლი, იმისათვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ, სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში დღეში საშუალოდ 8 ათასი PCR ტესტი კეთდება და უახლოეს პერიოდში, ეს რაოდენობა 10 ათასამდე გაიზრდება.

„თუ საჭირო იქნა, შემდგომ უკვე ამ რაოდენობის ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტალურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი – 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდეგ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი – უკვე მუშაობს საათივით და აქ, არანაირი შეფერხება არ იქნება“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პანდემიის დაწყებიდან (26 თებერვლიდან) დღემდე ქვეყანაში კორონავირუსი 1917 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1354 (71 %) უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი. ამ დროისთვის ქვეყანაში 518 აქტიური შემთხვევაა.

 

ამ თემაზე:

თბილისსა და 5 დიდ ქალაქში სწავლის დაწყება 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]