weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

„ძალა ერთობაშიამ“ 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

16:29 სამშაბათი, 15 სექტემბერი 2020

საარჩევნო ბლოკმა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ რამდენიმე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საკუთარი კანდიდატები დაასახელა. ხაშურსა და ქარელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე იქნება, ხოლო მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში – ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი.

ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის ოლქში კენჭს იყრის პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი. ამავე პარტიიდან წარდგენილი არიან: ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში – მოჭიდავე, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ხოლო ამბროლაურში, ონში, ლენტეხში, მესტიასა და ცაგერში – ყოფილი დეპუტატი დილარ ხაბულიანი.

„დიდი მსჯელობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარად კენჭი ვიყარო გურიაში, რადგან იქ დავიბადე და კარგად ვიცი, იქ მცხოვრები ადამიანების პრობლემები“, – განაცხადა მანუჩარ კვირკველიამ.

„როდესაც კოლეგებმა იფიქრეს, რომ მე ვიქნებოდი კარგი კანდიდატი ამ რაიონში, მათი იმედები არ გავაცრუე და უფრო მთავარია, ხაშური-ქარელი-გორის რაიონის მცხოვრებლების იმედები არ გავაცრუო. ვფიქრობ, რომ ამ რეგიონში ნამდვილად გავიმარჯვებ იმიტომ, რომ მოსახლეობის ნდობას აუცილებლად მოვიპოვებ“, – აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.

დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ ოთხი პოლიტიკური პარტია – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. ბლოკი საარჩევნო სიას თვის ბოლომდე წარადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]