weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში კანდიდატები წარადგინეს

12:41 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020

პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები“ გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დავით ჭუნიაშვილი წარადგინა, ხოლო მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქში კენჭს ვახტანგ მარტოლეკი იყრის.

დავით ჭუნიაშვილი „თავისუფალმა დემოკრატების“ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. 2014-2017 წლებში ის ამავე პარტიიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი იყო. ვახტანგ მარტოლეკი 2008 წელს, ოთხი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტში მცხეთის მჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. ის საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“ მიერ იყო წარდგენილი.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ თბილისის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის ორი კანდიდატიც წარადგინეს: ვიტალი დარასელია საბურთალოს ოლქში და ედუარდ ელოშვილი ისანში.

პარტიის პარტიული სიის პირველი ნომერი გამგეობის წევრი ვახტანგ მჭედლიძეა.

20 აგვისტოს „თავისუფალი დემოკრატები“ დატოვეს ლიდერებმა - სანდრო ბარამიძემ, ნინო გოგუაძემ და შალვა შავგულიძემ. როგორც შავგულიძემ განაცხადა, გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო. მისი თქმით, გამგეობის უმრავლესობამ დააყენა საკითხი, რომ სიაში მეორე ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამენტო არჩვნებში ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძე. შავგულიძის განცხადებით, ის ამ პოზიციას არ ეთანხმებოდა, ვინაიდან „მჭედლიძეს 2017 წლის თებერვალში, გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ, მთელი სამი წლის მანძილზე არავითარი კომუნიკაცია პარტიასთან არ ჰქონია“. ვახტანგ მჭედლიძემ უარყო შალვა შავგულიძის ბრალდება და განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არა მეორე, არამედ მეექვსე ნომრად განიხილებოდა. მისივე თქმით, გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ, არასდროს ყოფილა პასიური.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]