weather cur horoscope tv
სექტემბერი 19, 2020

ჯავახეთში „ლელოს“ კანდიდატმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა

18:29 ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2020 hits 176

ნინოწმინდა-ახალქალაქის საარჩევნო ოლქში პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოცგარ პუთულიანი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, პუთულიანმა კანდიდატურა წარდგენიდან 12 დღეში მოიხსნა.

„ლელოს“ რეგიონული კოორდინატორი ჯუმბერ ინასარიძე აცხადებს, რომ პუთულიანს წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.

„მითხრა ვერ შევძლებო და წავიდა“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ჯუმბერ ინასარიძეს.

ინასარიძის თქმით, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიოტარობის სხვა კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი სოცგარ პუთულიანი 4 სექტემბერს წარადგინა. პარტიას 30 მაჟორიტარული ოლქიდან საკუთარი კანდიდატი 29 ოლქში ჰყავს წარდგენილი.

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]