„ლელოს“ რეგიონული კოორდინატორი ჯუმბერ ინასარიძე აცხადებს, რომ პუთულიანს წასვლის მიზეზებზე არ უსაუბრია.
„მითხრა ვერ შევძლებო და წავიდა“, – ციტირებს „სამხრეთის კარიბჭე“ ჯუმბერ ინასარიძეს.
ინასარიძის თქმით, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიოტარობის სხვა კანდიდატს უახლოეს დღეებში დაასახელებენ.
„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ექიმი სოცგარ პუთულიანი 4 სექტემბერს წარადგინა. პარტიას 30 მაჟორიტარული ოლქიდან საკუთარი კანდიდატი 29 ოლქში ჰყავს წარდგენილი.