weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოსწავლეები კლასებში უნდა დაბრუნდნენ – გახარია

11:01 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენის ეტაპებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

გახარიას თქმით, რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს და ბავშვები კლასებში დაბრუნდნენ.

„ვირუსი არსად წასულა, უნდა ვისწავლოთ მასთან ერთად ცხოვრება, რაც მარტივი წესების დაცვას ნიშნავს: უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა დავიცვათ ჰიგიენის ელემენტარული წესები, უნდა დავიცვათ დისტანცია. რაც უფრო მაღალი დისციპლინა გვექნება ამ მოთხოვნების დაცვაში, მით უფრო ნაკლები გავრცელბა გვექნება და უფრო ნაკლები დაწოლა იქნება როგორც ეკონომიკაზე, ისე ჯანდაცვის სისტემაზე.

დღეს ჩვენ გვექნება ასევე საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ ქვეყანაში სასწავლო პროცესის აღდგენას, რადგან რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და მოსწავლეები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მასშტაბით, სკოლებში, საკლასო ოთახებში, სწავლის დაწყება 15 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, თბილისსა და 5 დიდ ქალაქში პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. პირველ ოქტომბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს რამდენიმე სოფლის სკოლაშიც, სადაც საკლასო ოთახებში სწავლის დაწყების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები დაფიქსირდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]