weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჟორჟოლიანი ძალიან დიდი შენაძენია, ჭანკოტაძე სიის ერთ-ერთი ლიდერი იქნება – სააკაშვილი

14:00 ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2020

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშიამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ძლიერი გუნდი წარადგინა. მისი თქმით, ძალიან დიდი შენაძენია ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის ოლქში იყრის კენჭს.

„ამდენი დევნის და უბედურების შემდეგ, მიუხედავად ყველაფრისა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, გაერთიანებულმა ოპოზიციამ - „ძალა ერთობაშია“, შეძლეს წარმოდგენა ძალიან ძლიერი მაჟორიტარების გუნდის. გარდა ტრადიციული ლიდერებისა, აქ არის ახლად შემომატებული ხალხი. აქ არის ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, აქ არის მალხაზ ჯალაღონია - ძალიან მაგარი ექიმი ზუგდიდიდან. აქ არიან მთელი რიგი ძალიან გამორჩეული, წამყვანი, წარმატებული ბიზნესმენები და ის, რომ ბიზნესი გადმოვიდა აქეთ, არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ყველაფერი იცვლება და იწყება ახალი ეპოქა.

ასევე, შემოგვიერთდა ნანუკა ჟორჟოლიანი, სუპერვარსკვლავი არა მხოლოდ ტელესივრცის, არამედ, ზოგადად, შემოქმედებითი პროფესიების საქართველოში. ესეც ძალიან დიდი შენაძენია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა გენერალ დევი ჭანკოტაძის შესახებაც ისაუბრა. ჭანკოტაძე ერთი თვის წინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა. მას ამომრჩეველთან შეხვედრები უკვე დაწყებული ჰქონდა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამ ოლქში ჟორჟოლიანი იყრის კენჭს.

„დევი ჭანკოტაძე, ჩვენი გენერალი, რომელიც თავიდან ვვარაუდობდით, რომ უნდა ყოფილიყო მაჟორიტარი დეპუტატი, იქნება ჩვენი ნაციონალური სიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, იმიტომ, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც წარმოუდგენელი დამსახურებები აქვს საქართველოს ისტორიის წინაშე. ის, რომ დევი ჩვენთან არის, რომ ისევ საქართველოს სამსახურშია, ის, რომ იქნება ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს მომავალი პარლამენტის, ასევე, იმედია, საქართველოს მომავალი ხელისუფლების, ნიშანია, რომ ჩვენ მივდივართ გამარჯვებისკენ და ჩვენ აუცილებლად გვექნება გამარჯვება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]