weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

აჭარაში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმას მომავალ კვირაში წარვადგენთ – რიჟვაძე

14:19 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020

აჭარის თავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობამ იკლო და შეზღუდვების შემსუბუქების საკითხი დღის წესრიგში დგას.

დღეს გამართულ ბრიფინგზე რიჟვაძემ განაცხადა, რომ შეზღუდვების შემსუბუქების დეტალურ გეგმას საზოგადოებას მომავალ კვირაში გააცნობს.

„პირველი, რაც აღდგება, იქნება, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტი. როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს საკითხი აქტიურად განიხილება და შემდეგ კვირაში საზოგადოებას გავაცნობთ დეტალურად გეგმას შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

ამის პარალელურად, ვიცი, რომ უამრავი მშობელი ელოდება სკოლების, ბაღების განახლებას და ეს მიმართულებაც შეზღუდვების მოხსნის გეგმაში იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, რეგიონში ეპიდემია სტაბილურად იმართება, რაზეც ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაც მეტყველებს.

„გვაქვს თანმიმდევრული კლება და ამავე დროს, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს ეს რიცხვი შეადგენს 250 გამოჯანმრთელებულს. ჯამში, აჭარაში გვყავს 3 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 190 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ოთხი დღის წინ ეს მაჩვენებელი 416 იყო.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების ზრდის გამო 25 სექტემბრიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, 26 სექტემბრიდან კი აიკრძალა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც, გარდა ტაქსისა. ამასთან, აჭარაში არსებულ კაფე-ბარებს, რესტორნებს და კვების ობიექტებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ. სწავლა ყველა საფეხურზე დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ბოლო დღეებში აჭარაში ხალხმრავალი აქციები გაიმართა ამ შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე მოითხოვენ საბანკო ვალდებულებების გადავადებასა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული კომპენსაციის გაგრძელება-გაზრდას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]