weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

საქართველო ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

14:04 შაბათი, 10 ოქტომბერი 2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას, რომელიც ძალაში დღეს, 12:00 საათიდან შევიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელტვიტერში დაწერა.

„მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას მივესალმები და მხარეებს სამშვიდობო დიალოგის განახლებისკენ მოვუწოდებ. ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ერთადერთი მისაღები მომავალია ჩვენი რეგიონისთვის“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. 

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იმედი გამოთქვა, რომ მოხერხდება კონფლიქტის დარეგულირების საკითხში პროგრესის მიღწევა.

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“, - ნათქვამია განცხადებაში. 

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტასა და მოლაპარაკებების დაწყებაზე მოსკოვში შეთანხმდნენ, სადაც რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა შედგა. 

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]