weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვნანობ ჟურნალისტის მიმართ არაკორექტულ გამონათქვამებს – ხელვაჩაურის მერი

10:05 სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც სინანულს გამოთქვამს ონლაინგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტისთვის სიტყვიერი შეურაცყოფის გამო.

„გულწრფელად ვნანობ ჩემს გადაჭარბებულ ემოციებს და მედიის წარმომადგენლის, „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიმართ გამოთქმულ არაკორექტულ გამონათქვამებს. ჩემი გაღიზიანება გამოიწვია არასწორმა და ღირსების შემლახველმა ინფორმაციამ, რომელიც ვრცელდებოდა ჩემს შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე და კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს მომხდარის გამო“, – აცხადებს მერი.

გამოცემა „ბათუმელებმა“ 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, მათ ჟურნალისტს აგინებს. გამოცემის ინფორმაციით, ჩანაწერი იმ დროს არის გაკეთებული, როცა გამოცემა მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. „ბათუმელების“ ცნობით, მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდებოდა ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. გამოცემის თანახმად, კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, არ აქვს უფლება, მოქალაქეებს და ჟურნალისტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და განაცხადა, რომ მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს. ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]