weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოს გავლით სამხედრო გადაზიდვები არ ხორციელდება – დარსალია

15:53 სამშაბათი, 13 ოქტომბერი 2020

„ყარაბაღში ესკალაციის დაწყებისთანავე, საქართველოს მხრიდან შეჩერდა სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტი სახმელეთო და საჰაერო გზით, როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. სამხედრო ტრანზიტი საქართველოს ტერიტორიის გავლით არ ხორციელდება“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

როგორც ლაშა დარსალიამ აღნიშნა, საინფორმაციო საშუალებებში გააქტიურდა ინფორმაციით მანიპულირება, რომ თითქოსდა სამხედრო გადაზიდვები საქართველოს გავლით ხორციელდება სამოქალაქო ფრენების მეშვეობით.

„საქართველო კვლავ აგრძელებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების პირნათლად შესრულებას, ჰუმანიტარული და სამოქალაქო, მათ შორის კომერციული ტვირთების გატარების მხრივ. აღნიშნული ხორციელდება, საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს რეგულაციებთან სრულ შესაბამისობაში.

კონკრეტული გადამზიდავის და ტვირთის მფლობელის პასუხისმგებლობაა სრულად დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები და არ გამოიყენოს ბოროტად ჰუმანიტარული დერეფნები. დარღვევის აღმოჩენის და მყარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში საქართველო მოახდენს შესაბამის რეაგირებას და დამრღვევებს მოეთხოვებათ პასუხი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მათ შორის ICAO-ს წინაშე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

27 სექტემბერს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიან ყარაბარში საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს გავლით სომხეთსა და აზერბაიჯანში იარაღი გადააქვთ. ამასთან დაკავშირებით 3 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განმარტა, რომ ვითარების გამწვავებისთანავე, საქართველომ თავის ტერიტორიაზე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით სამხედრო ტვირთების გატარება შეაჩერა.

ამ თემას გამოეხმაურა სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი ედუარდ აღაჯანიანი, რომელმაც თანამემამულეებს მოუწოდა, არ აჰყვნენ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლითაც ცდილობენ საქართველო და ქართველი ხალხი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარდამჭერად წარმოაჩინონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]