„ძალიან მოხარული ვარ, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩაისახა კოალიციური მრავალპარტიული მთავრობის პერსპექტივა, რისი ჭეშმარიტი მაგალითი გიგი უგულავას და ჩემი ერთად ყოფნაა. ალბათ ვერც თქვენ, ვერ მე და ვერც ბატონი გიგი უგულავა ვერ წარმოიდგენდა, რომ ვიქნებოდით დაუძინებელი მტრებიდან დაუძინებელი თანამებრძოლები და მოკავშირეები. ჩვენ ბრძოლაში დავმეგობრდით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს არა მარტო ზუგდიდის ოლქს, არამედ მთელ სამეგრელოს არ ჰყავს იმ დონის მებრძოლი, გამოჩენლი პოლიტიკოსი, როგორიც გიგი უგულავაა.
„მან ეს დაამტკიცა როდესაც ხელისუფალი იყო და თბილისში თუ რამე აშენდა, მისი მერობის დროს აშენდა. ასევე დაამტკიცა თავსი პოლიტიკური სიმწიფე და ლიდერული თვისებები ოპოზიციაში ყოფნის დროს“, – აღნიშნა ნათელაშვილმა.
„ევროპული საქართველო“ მცხეთა-მთიანეთში მხარს უჭერს ლეიბორისტული პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა ნათელაშვილის შვილს, ბექა ნათელაშვილს.