weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზოგიერთი ტელევიზია მძიმე დამნაშავის დაკავების პროცესს ხელს უშლის – გახარია

17:54 სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2020

„დღეს მთავრობა და ხელისუფლება ყველაზე უფრო დაინტერესებულია იმაში, რომ მძიმე დამნაშავე, რომელმაც მძევლები აიყვანა, რაც შეიძლება სწრაფად იყოს დაკავებული. მოქალაქეების ინტერესიც იგივეა. ეს არ არის ოპოზიციის ინტერესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიცია იმით არის დაინტერესებული, რომ „ეს პროცესი რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“.

„ზოგიერთი ტელევიზია ამ პროცესს ხელსაც უშლის, რომ არჩევნებამდე საჭორაო საგანი იყოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

გახარია დარწმუნებულია, რომ დამნაშავის სამძებრო ღონისძიებები წარმატებით დასრულდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პოლიციამ იმ დღეს მიიღო კონკრეტული დავალება – წვეთი სისხლის არ დაიღვაროს და მათ ეს დავალება შეასრულეს პირნათლად. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს იყო ის დავალება, რომელიც მათ უნდა შეესრულებინათ და მათ ის შეასრულეს. მეორე ნაწილი – ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 21 ოქტომბერს მოხდა, თუმცა თავდამსხმელი ექვსი დღის შემდეგაც არ არის დაკავებული.

გუშინ, 26 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარი მიიღო და მიმალვა მოახერხა, 32 წლის ბადრი ესებუაა. შს მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს სავარაუდო დამნაშავე დააკავეს და მან გაქცევა შეძლო.

შსს-მ საქმე ტერორიზმის მუხლებით გადააკვალიფიცირა და ამ დროისთვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე, 329-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]