weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ იქნება – გახარია

17:27 პარასკევი, 30 ოქტომბერი 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში, კოვიდ-პანდემიის გამო, „სრული, ქვეყნის მასშტაბით ლოქდაუნი“ არ გამოცხადდება და იქნება წერტილოვანი შეზღუდვები.

„წინასაარჩევნო კონტექსტში ბევრი საუბარი იყო „ლოქდაუნთან“ დაკავშირებით. ეს კიდევ ერთი მაგალითია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები როგორ იყენებენ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს იმისთვის, რომ ამ მოკლე პერიოდში ხმები დააგროვონ.

მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვეყანაში სისტემური, ქვეყნის მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ იქნება. იქნება წერტილოვანი, კონკრეტული მიმართულებით, მაგრამ სისტემური, სრულიად საქართველოს მასშტაბით „ლოქდაუნი“ არ იქნება და ვერ იქნება, იმიტომ, რომ

ნებისმიერ ჩვენს გამარჯვებას ეპიდემიასთან ბრძოლაში, დღეიდან უკვე, ფასი აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მინიმალურ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას“, – თქვა გიორგი გახარიამ.

პარტია „ევროპულმა საქართველომ“ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული სანდო ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ 2 ნოემბრიდან „ლოქდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. ოპოზიციური პარტიის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის ჩაკეტვით აპირებს მეორე ტურების წინ „ფორის შექმნას, რადგან ხვდებიან, რომ არჩევნებს ვერ მოიგებენ“.

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2906 პაციენტი, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 17 142 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 490 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 121 ინფიცირებული იმყოფება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]