weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დღეს ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა – პრეზიდენტი

09:01 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

„დღეს ყველა ხმას ვაძლევთ იმისთვის, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ყველა ვოცნებობთ – ეს არის ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა და დღეს კიდევ ერთი ნაბიჯია ამ მიმართულებით“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერი მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის და ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მე ხმა მივეცი ისე, როგორც დღეს ყველა მოქალაქე მისცემს ხმას, ანუ თავისუფლად, წყნარად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები ხმას აძლევენ ამ ძალიან რთულ პირობებში, რასაც ჰქვია პანდემია. ამის მიუხედავად, ყველას მინდა მოვუწოდო, მოვიდეს ძალიან მშვიდად, დაცულია ყველა ზომა იმისთვის, რომ შეძლოთ უბანზე ხმის მიცემა, ნურაფრის გეშინიათ, დაიცავით დისტანცია (სადაც რიგები იქნება, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ დისტანცია დაცული იყოს) და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება, მშვიდობიანად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს – საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიდან 120 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]