weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხმა მივეცი ცვლილებს, საქართველოს სჭირდება ცვლილება – ბაქრაძე

10:00 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

„ხმა მივეცი ამ ქვეყანაში ცვლილებს, იმიტომ რომ საქართველოს სჭირდება ცვლილება, სჭირდება წინსვლა და უკეთესობა. დარწმუნებული ვარ, რომ ხვალიდან ყველა ერთად ახალი ენერგიით, ახალი ძალით ვიცხოვრებთ შეცვლილ და უკეთეს სახელმწიფოში“, – თქვა ხმის მიცემის შემდეგ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ და პარტიული სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ.

ბაქრაძის განცხადებით, მთავარია, რომ არჩევნებზე ყველა ადამიანი მივიდეს.

„მთავარია ყველამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი და რაც იქნება, დღის ბოლოს ყველა ერთად შევხედავთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მოლოდინი ძალიან ოპტიმისტურია“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დილის 8 საათზე დაიწყო და საღამოს 8 საათზე დასრულდება. ამომრჩეველი მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს – საკანონმდებლო ორგანოს 150 წევრიდან 120 არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]