weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

6-7 ოლქია, სადაც შეიძლება იყოს მეორე ტური - ირაკლი კობახიძე

13:16 შაბათი, 31 ოქტომბერი 2020

„გვაქვს დიდი იმედი, რომ 30-ვე ოლქში პირველივე ტურში მოვიგებთ არჩევნებს, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ტურები არ არის გამორიცხული. ასეთი შეიძლება იყოს 6-7 ოლქი. ამ ეტაპზე, ჩვენ ბუნებრივია თავს შევიკავებთ ამ ოლქების დასახელებისგან“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მან ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს დაფიქსირებულ შესაძლო დარღვევებსა და გადაცდომებზეც ისაუბრა.

„საარჩევნო ინვენტარის მოპარვის ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, არზუმან ხასიევს „ევროპული საქართველოდან“ და ვაშაძის პარტიის კანდიდატს, ელიმდარ მირიევს, გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა ჰქონდათ. ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა „ტვ პირველის“ ოპერატორი, თუმცა ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და ტექნიკური ხარვეზი მოიმიზეზა. შეინიშნება ერთ-ერთი ფეიკ-სადამკვირვებლო ორგანიზაციის მიერ ამომრჩევლის ფოტოგადაღება, რაც თავისუფალი არჩევნების პრინციპის უხეში დარღვევაა. აგრეთვე, ფიქსირდება ამავე ფეიკ-ორგანიზაციის მიერ საარჩევნო უბნებში აგიტაციის აკრძალვის წესის სისტემური დარღვევა. გარდა ამისა, კონკრეტულ რაიონებში, მაგალითად ბოლნისში, შეინიშნება ჩვენს მიერ წინასწარ დასახელებული პირების მიერ ზონდერჯგუფების მობილიზება. პისტოლეტით შეირაღებული დემოსტრაციულად გადაადგილდება დიმიტრი შაშკინი. ვაფრთხილებთ მათ, რომ დესტრუქციის ნებისმიერ მცდელობას კანონის მთელი სიმკაცრით გაეცემა პასუხი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]