კალაძის თქმით, დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა.
„მადლობა ჩვენს მხარდამჭერებს მონიჭებული ნდობისთვის, იმ მანდატისთვის, რაც დღეს კიდევ ერთხელ გადმოგვცა ქართველმა ხალხმა და გპირდებით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაუზარებლად ვემსახურებით ჩვენს ხალხსა და სამშობლოს, რათა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი“, – თქვა კალაძემ ბრიფინგზე.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და ხმების დათვლის პროცედურები დაიწყო. ამასთან, ოთხმა ტელეკომპანიამ უკვე გამოაქვეყნა მათი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები. „მთავარი არხის“ დაკვეთით, საერთაშორისო კომპანია IPSOS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ასე განაწილდა: ქართული ოცნება – 41%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 33%; ევროპული საქართველო – 5%; ლელო – 4%; სტრატეგია აღმაშენებელი – 3%; გირჩი – 3%; პატრიოტთა ალიანსი – 2%; ლეიბორისტული პარტია – 2%; ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველო – 1%; ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები – 1%.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „Public Opinion Strategy“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: ქართული ოცნება – 55%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 23%; ევროპული საქართველო – 3%; გირჩი – 3%; ლელო – 3%; პატრიოტთა ალიანსი – 3%; სტრატეგია აღმაშენებელი – 2.37%; ლეიბორისტული პარტია – 1%; ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები – 1%; ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა – 1%.