weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„ლელო“ არჩევნების შედეგს არ აღიარებს

15:39 კვირა, 01 ნოემბერი 2020

პარტია „ლელო“ აცხადებს, რომ გუშინ ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი არჩევნები მიაჩნია.

„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური.

„ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დრომდე ხმების 97.09% დაითვალა. წინასწარი მონაცმებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 48.05% მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ - 27.07%, „ევროპულმა საქართველომ“ - 3.79, „ლელო“ - 3.17%.

 

ამ თემაზე:

პარალელური დათვლა: 45.8% - ქართული ოცნება, 26.4 - ენმ, 3.7% - ევროპული საქართველო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]