„2020 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო გარდამტეხი ჩვენი ქვეყნისთვის. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე აქცია დაშინების, მოსყიდვის, ძალადობის და გაყალბების პროცესად. არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური.
„ლელო“ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. ვადამდელი არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ამ ჩიხიდან“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დრომდე ხმების 97.09% დაითვალა. წინასწარი მონაცმებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 48.05% მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებულმა ოპოზიციამ“ - 27.07%, „ევროპულმა საქართველომ“ - 3.79, „ლელო“ - 3.17%.
ამ თემაზე:
პარალელური დათვლა: 45.8% - ქართული ოცნება, 26.4 - ენმ, 3.7% - ევროპული საქართველო