weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში მეორე ტური გაიმართება

16:39 კვირა, 01 ნოემბერი 2020
ფოტოზე ბეჟან წაქაძე და კახა გეწაძე ფოტოზე ბეჟან წაქაძე და კახა გეწაძე

N21 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, რომელიც ტყიბულს, თერჯოლას, ზესტაფონსა და ბაღდათს აერთიანებს, მეორე ტური გაიმართება. ამ დროისთვის ეს ერთადერთი ოლქია, რომლის მონაცმები ცესკომ სრულად დაითვალა.

წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ბეჟან წაქაძემ ამომრჩეველთა ხმების 49.15% (37 774 ხმა) მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, კახა გეწაძემ – 27.01% (20 764). შესაბამისად, მეორე ტურში მონაწილეობა წაქაძემ და გეწაძემ უნდა მიიღონ.

12.44% აქვს „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს, გიორგი წერეთელს, 3.48% „ლელოს“ კანდიდატს, ანა ბიბილაშვილს. 

პარტია „ლელომ“ განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ერთადერთ გამოსავლად ვადამდელი არჩევნები მიაჩნია. ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა „ევროპულმა საქართველომ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკში შემავალმა პარტიებმა, ასევე ბლოკმა „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ამ მომენტში აქციას მართავენ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]