weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს – ინაშვილი

16:57 კვირა, 01 ნოემბერი 2020

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. ინაშვილი უნდობლობას უცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს და ამბობს, რომ შეუძლებელია მის პარტიას ხმების 3% ჰქონდეს.

„მიგვაჩნია, რომ ქართველი ხალხისთვის სრულიად ნათელია - არჩევნები ტოტალურად და სამარცხვინოდ გაყალბდა! აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! 

ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდებ: გამოიჩინეთ მოთმინება, ამ წუთებში პარტიის პოლიტსაბჭო მსჯელობს შემდგომი მოქმედებების გეგმაზე.

ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის. მკაფიოდ ვამბობთ: არ ვცნობით ამ არჩევნების შედეგებს!

მადლობას ვეუბნები ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს, ყველას, ვინც მზადაა ჩვენთან ერთად იმოქმედოს! ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს“, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „პატრიოტთა ალიანსს“ ხმა მისცა 59 603-მა ამომრჩეველმა, რაც 3.18%-ია. ამ დროისთვის ცესკოს 3847 უბნიდან დათვლილი აქვს 3735 საარჩევნო უბანი.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს „ლელომ“, „ევროპულმა საქართველომ“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ბლოკში შემავალმა პარტიებმა, ასევე ბლოკმა „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები ამ მომენტში აქციას მართავენ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ.

 

ამ თემაზე:

პარალელური დათვლა: 45.8% - ქართული ოცნება, 26.4 - ენმ, 3.7% - ევროპული საქართველო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]