weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას – ლელო

17:24 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლას არ აპირებს და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ ცოტა ხნის წინ, ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად. ის არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, დღეს იმსჯელა „ლელოს“ პოლიტიკურმა საბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ

„ლელო“ არ აპირებს შევიდეს ამ პარლამენტში, რამდენადაც ჩვენ არ ვაპირებთ არალეგიტიმურად არჩეული პარლამენტის ლეგიტიმიზაციას“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, „ლელო“ გააგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში ჩატარდეს „ნამდვილად თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები“.

„გვიხარია, რომ ოპოზიციური სპექტრი მთლიანად იზიარებს ამ გადაწყვეტილებას. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას, საპროტესტო აქციებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს გაყალბებული არჩევნების ჩატარება და მივიღოთ ნამდვილად ობიექტური, თავისუფალ გარემოში ჩატარებული არჩევნები. ჩვენი მიზანია დაინიშნოს ახალი არჩევნები, რომლის შედეგები გამოიწვევს არცერთ კითხვის ნიშანს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „ლელო“ ერთ-ერთია იმ ცხრა პარტიიდან, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა და საპარლამენტო მანდატები მოიპოვა. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, ამ პარტიას ხმა მისცა ამომრჩეველთა 3.15%-მა, რაც ოთხი მანდატია. „ლელოს“ პარტიული სიის პირველ ოთხეულში მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშვილი არიან.

„ლელოს“ გარდა, პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში შემავალი პარტიები, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“. „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თუ სხვა ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, „გირჩიც“ უარს იტყვის.

 

ამ თემაზე:

„გირჩი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]