weather cur horoscope tv
ნოემბერი 03, 2024

„გირჩი“ პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს

17:48 ორშაბათი, 02 ნოემბერი 2020

„გირჩი“ უერთდება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებას - პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და არც მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია „გირჩისთვის“ პარლამენტში შესვლა და საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება, ასევე კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთიანობა. იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც ხელი აქვთ მოწერილი ჩვენთან შეთანხმებებზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ბოიკოტს უცხადებენ, „გირჩიც“ უერთდება ამ ბოიკოტს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, „გირჩი“ ერთ-ერთია იმ ცხრა პარტიიდან, რომლებმაც 1%-იანი ბარიერი გადალახეს და საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს. ცესკოს მონაცემებით, პროპორციული წესით ჩატარებულ არჩევნებში, „გირჩს“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 2.89%-მა, რაც ოთხი მანდატია და ის ზურაბ ჯაფარიძეს, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილს და სალომე მუჯირს ეკუთვნის.

გარდა ამისა, „გირჩის“ ლიდერი და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბე-ჩუღურეთში - ზურაბ ჯაფარიძე არჩევნების მეორე ტურში გადავიდა. მას ხმების 21.09% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გიორგი ვოლსკის – 42.69%.

პარლამენტში შესვლაზე ასევე უარს აცხადებენ „ლელო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკში გაერთიანებული პარტიები, „ევროპული საქართველო“, „ლეიბორისტული პარტია“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]