weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მცხეთა-მთიანეთის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

18:32 ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020
ფოტოზე - შალვა კერესელიძე და ცეზარ ჩოჩელი ფოტოზე - შალვა კერესელიძე და ცეზარ ჩოჩელი

მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მას შემდეგ, რაც მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მაჟორიტარული სისტემით კენჭისყრის შედეგები, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, შალვა კერესელიძეს 594 ხმა დააკლდა.

როგორც „რეგინფოს“ მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ რობერტ აზარაშვილმა უთხრა, პენიტენციურ დაწესებულებაში მაჟორიტარი კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება მხოლოდ 161 მსჯავრდებულს ჰქონდა, თუმცა საუბნო კომისიის წევრებმა ბიულეტენები ამ უფლების არმქონე პატიმრებსაც მისცეს. საოლქო კომისიამ სპეციალური უბნის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება გუშინ კოლეგიურად მიიღო.

შესწორებული მონაცემების მიხედვით, შალვა კერესელიძემ 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა – მას ამომრჩეველთა ხმების 49.67% აქვს (25 194 ხმა), ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს – 33.78% (17 134 ხმა).

საპარლამენტო არჩევნები 21 ნოემბერს უნდა გაიმართოს, თუმცა ოპოზიცია მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამის მიუხედავად, ოპოზიციონერი კანდიდატები მეორე ტურის ბიულეტენებში მითითებული იქნებიან.

ცესკოს თავდაპირველი მონაცემებით, კერესელიძე არჩევნებს, პირველივე ტურში, 0.21%-ით (დაახლოებით 100 ხმა) იგებდა. „რეგინფო“ წერდა, რომ მცხეთა-მთიანეთის ოლქში, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ 1711 ბიულეტენია ბათილად ცნობილი, მათ შორის ზოგიერთ უბანზე 37, 28, 33, 35, 59, 41 და ა.შ. დიდი რაოდენობით ბიულეტენები ძირითადად იმ საარჩევნო უბნებზეა გაუქმებული, სადაც შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ჩოჩელი უგებს კერესელიძეს.

 

ამ თემაზე:

ნათელი გახდა, რატომ შეუშალეს ხელი ჩვენს წარმომადგენლებს ქსნის ციხეში – სახალხო დამცველი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]