weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ქუჩაში პოლიტიკური აქტივობა ძალზედ დააჩქარებს პიკის მოსვლას – გახარია

16:17 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

„სულ სხვა სიტუაცია იყო ერთი თვის წინ. დღეს ცოტა სხვა სიტუაციაა, იმიტომ, რომ ქუჩაში სხვა აქტივობაა, პოლიტიკურ პროცესს ვგულისხმობ. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები, ეფექტურობის თვალსაზრისით, ცოტა გადასახედი გვექნება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიას თქმით, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2400-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდა გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური აქტივობა, რაც ქუჩაში ხდება, ძალზედ დააჩქარებს ჩვენთან პიკის მოსვლას. უფრო მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ველოდით, რადგან ეს მობილობა, რომელსაც ქუჩის აქციები იწვევს, პირდაპირ კავშირშია ინფიცირების სწრაფ ზრდასთან.

ამიტომ, საჭიროა, აბსოლუტურად ყველა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების სრული მობილიზაცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ადაპტაციის სტრატეგიას არ ვცვლით, მაგრამ ადაპტაციის პარალელურად ძალზედ ეფექტურად უნდა ვიფიქროთ, რა შეიძლება იყოს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო ეფექტური იქნება. არ ვსაუბრობთ ქვეყნის მასშტაბით სისტემურ შეზღუდვებზე, არამედ წერტილოვან შეზღუდვებზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღეს კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 976 თბილისშია. რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია: იმერეთი – 368 ახალი შემთხვევა, აჭარა – 328, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 280, შიდა ქართლი – 135, კახეთი – 70, გურია – 62, ქვემო ქართლი – 61, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 31.

რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა თავად გიორგი გახარიას, ასევე მისი ადმინისტრაციის უფროსს, ნათია მეზვრიშვილს და ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას.

 

ამ თემაზე:

დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებაზე ვმსჯელობთ – ცქიტიშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]