weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სუს-ს მივაწოდე ინფორმაცია ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ – კობახიძე

23:41 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გამოკითხეს. როგორც კობახიძემ თქვა, გამოკითხვა უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ბრიფინგზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ს ამ ინფორმაციის წყარო დაუსახელა და იმ ადამიანების სია მიაწოდა, რომლებიც ასეთი „სცენარისთვის იყვნენ მოაზრებულები“.

„დამიკავშირდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავავრცელე. საუბარია ბრიფინგზე, რომელიც უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის ფარგლებში „ნაცმოძრაობის“ ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს. მქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. დღეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე ინფორმაციის შინაარსი, ასევე წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის. რა თქმა უნდა, ამით უნდა დაინტერესებულიყო გამოძიება და დღეს ამასთან დაკავშირებით შედგა გამოკითხვა.

მაშინ ვთქვით, რომ შექმნილი იყო ჯგუფები, ე.წ. ეკიპაჟები იმ ადამიანებისგან, რომლებიც იყვნენ, მათ შორის, ყოფილი ძალოვნები. მათ ჰქონდათ გარკვეული ტიპის შეიარაღება, რაც გამოჩნდა არჩევნების დღეს: ადამიანები შეიარაღებულები გადაადგილდებოდნენ, ჰქონდათ ელექტროშოკები და ა.შ. ბუნებრივია, არჩევნების დღეს არავის არაფერში სჭირდება არც ცეცხლსასროლი იარაღი არც ელექტროშოკები. კარგად ჩანდა, რა იყო მიზანი ამის უკან“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, გარკვეული გეგმები არჩევნების შემდეგ პერიოდთან დაკავშირებითაც არსებობდა, რის შესახებაც ასევე აცნობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს.

„ეს მიეკუთვნება იმ სცენარს, რომელიც შექმნილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, რომელიც არის ლიდერი ამ მთავარი კრიმინალური, დესტრუქციული პოლიტიკური ძალის და მასთან ერთად ამ კუთხით მოქმედებდა ამ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი, მაგალითად, დევი ჭანკოტაძე, დიმიტრი შაშკინი. სხვებიც იყვნენ ჩართულები ამ სცენარის განხორციელებაში, ეს ყველაფერი იგეგმებოდა მათ მიერ. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება პრევენციული ზომების მიღება და ამასაც ემსახურებოდა ჩემს მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მან თქვა, თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საჭიროდ ჩათვლის, ინფორმაციის წყაროს დაასახელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]