weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

13:22 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალური ქსელით ავრცელებს.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, ინფიცირების გამო 8 ნოემბერს, თბილისში, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

„გამარჯვებული საქართველო“ ერთ-ერთი პარტიაა, რომელიც ხელს აწერს ოპოზციის მემორანდუმს არჩევნების არალეგიტიმურად ცნობასთან დაკავშირებით.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც თბილისშია – 1044 შემთხვევა, იმერეთში – 526, აჭარაში – 503, ქვემო ქართლში – 207, შიდა ქართლში – 177, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 117, გურიაში – 89, მცხეთა-მთიანეთში – 43, კახეთში – 36, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8. ბოლო დღე ღამეში, აჭარაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და თბილისში 22 კოვიდ-ინფიცირებული გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]