weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ცესკოს თანამშრომელი აცხადებს, რომ სამსახურს „არჩევნების გაყალბების“ გამო ტოვებს

13:37 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ივანე ბურდული აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი „არჩევნების გაყალბებაა“.

საკუთარი განცხადების ფოტო, წარწერით – „მშვიდობით ცესკო“ – ბურდულმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„დიახ, მე დღეს დავწერე განცხადება და მიმაჩნია, რომ იქ არ უნდა ვმუშაობდე რიგი მიზეზების გამო. მთავარი მიზეზი, ბუნებრივია, არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ტოტალურად გაყალბდა და ვთვლი, რომ ჩემი ადგილი ამ საარჩევნო ადმინისტრაციაში არ არის“, – განაცხადა „მთავარ არხთან“ ბურდულმა.

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, რის გამოც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია უნდა გადადგეს და ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ადასტურებენ, რომ ამ პარლამენტს არ მიიჩნევენ ლეგიტიმურად, რადგან „ის არის უკანონო ქმედებების შედეგად არჩეული და არ გამოხატავს ხალხის ნებას“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით (3847 უბნიდან დათვლილია ყველა), 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 1%-იანი ბარიერი გადალახეს: „ქართულმა ოცნებამ“ 48.23 % მიიღო, საარჩევნო ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციამ“ – 27.17 %; „ევროპულმა საქართველომ“ – 3.79 %; „ლელომ“ – 3.15 %; „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელმა“ – 3.15 %; „პატრიოტთა ალიანსმა“ – 3.14 %; „გირჩმა“ – 2.89 %; „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეებმა“ – 1.33 %; „ლეიბორისტულმა პარტიამ“ – 1 %.

 

ამ თემაზე:

თამარ ჟვანიას გადადგომის მოთხოვნით ცესკოსთან აქცია გაიმართა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]