weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

არჩევნებში არასასურველი შედეგის შემთხვევაში ხელისუფლების დამხობას გეგმავდნენ – სუს

23:32 პარასკევი, 06 ნოემბერი 2020

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრიდან  სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მუხლით გამოძიებას აწარმოებს. ამის შესახებ სუს-მა ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

უწყების განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

„საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში არსებული ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, კონკრეტული პირები, საპარლამენტო არჩევნებში მათთვის არასასურველი შედეგის შემთხვევაში, გეგმავდნენ მოეხდინათ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, რა მიზნითაც ყოფილი სამართალდამცავი და სამხედრო მოსამსახურეების რიგებიდან აკომპლექტებდნენ მობილურ ჯგუფებს.

გამოძიების ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხნენ მოწმეები, მათ შორის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის რესპონდენტები, რომლებმაც გამოძიებას გარკვეული სახის ინფორმაცია მიაწოდეს. 

ასევე გამოიკითხა საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე, რომელმაც გამოძიებას მის ხელთ არსებული, იმ დაჯგუფებათა სია წარუდგინა, რომელთა გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ლიდერები საარჩევნო პერიოდში ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად აპირებდნენ. 

გამოძიების ფარგლებში დადგინდა და გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც საქართველოს პარლამენტის წევრს ზემოაღნიშნული სიები მიაწოდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება მტკიცებულებების შეკრების და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით. ნებისმიერ არაკონსტიტუციურ, უკანონო ქმედებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 5 ნოემბერს გამოიკითხა. როგორც კობახიძემ განაცხადა, გამოკითხვა უკავშირდებოდა ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მის მიერ გაკეთებულ განცხადებას. კობახიძის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ ცნობილი გახდა, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ქმდებებისთვის მობილიზებული ჰყავდა ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]