weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში – მელია ვაშაძის განცხადებაზე

17:10 სამშაბათი, 10 ნოემბერი 2020
ფოტო © ipn.ge ფოტო © ipn.ge

„ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ და ნებისმიერი განცხადების გაკეთების დროს უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით. თავისთავად, როდესაც განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ან უბრალოდ სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი, უკვე არ არის საუკეთესო განცხადება“, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელ განცხადებას.

როგორც მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, დიალოგის წინააღმდეგი არავინ არის, თუმცა ეს უნდა იყოს აქციების პარალელურად.

„ტყუილის თქმა არ მჩვევია, სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შესახებ არავინ ვიცოდით, მათ შორის, მე. ძალიან სამწუხაროა და გაუგებარი, მით უფრო, რომ პარტიაში არსებობს პრეს-სამსახური და ბატონ გრიგოლს არასოდეს გაუვრცელებია განცხადება პრეს-სამსახურის გვერდის ავლით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ეს გააკეთა.

ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწვიტა. ეტყობა, ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში; ეტყობა, ყველა კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, თუ რას ვსაუბრობთ რუსთაველის გამზირზე.

არავინ არის დიალოგის წინააღმდეგი - არცერთი ადამიანი, ვინც რუსთაველის გამზირზე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი იქნება მშვიდობიანი აქციების პარალელურად.
დიალოგი გაიმართება მხოლოდ არჩევნების ჩატარების შესაძლებლობის მოპოვებასთან დაკავშირებით“,
– განაცხადა მელიამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომლითაც პოლიტიკურ პარტიებს მიმართა და მოუწოდა, პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.

„მივმართავ ყველა პოლიტიკურ პარტიას: სასწრაფოდ გადავიტანოთ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად“, – აღნიშნავდა ვაშაძე.

ცოტა ხნის შემდეგ გრიგოლ ვაშაძის Facebook გვერდზე განცხადებასთან დაკავშირებით განმარტება გამოქვეყნდა. გრიგოლ ვაშაძე წერს, რომ მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს და ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი მოლაპარაკებების სახით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]