weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კომპრომისი ვერ შედგება იმის ხარჯზე, რაც ქვეყნისთვის ცუდი და უკანონოა – ბაქრაძე

21:59 ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2020

„დღეს შედგა პოზიციების კიდევ ერთხელ დაფიქსირება. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია დღევანდელ შეხვედრაზე იყო უცვლელი – პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში. პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

დავით ბაქრაძის თქმით, უსაფუძვლოა მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რაიმე გადაწყდება, რადგან ეს რთული პროცესია და პოზიციებს შორის დიდი განსხვავებაა.

„ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში. განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის, რომ თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნა.

ოღონდ, ბუნებრივია, ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია მყარია. რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო ვერ შედგება კომპრომისი იმის ხარჯზე, მაგრამ, ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, მხარეები, იმედია, მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

თუმცა, მისი თქმით, შესაძლოა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება ვერ შედგეს.

„არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს. ამის მაღალი ალბათობა არსებობს. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა. ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება.

თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით, ამ კრიზისში დარჩენა სჯობს და ერთპარტიული პარლამენტი, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, მაღალი ალბათობა არსებობს, რომ შეთანხმება ვერ შედგება“, განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პასუხისმგებლობის ძალიან დიდი ნაწილი მმართველი გუნდის მხარესაა, „თუ რამდენად გაიაზრებენ ისინი ქვეყნაში შექმნილი კრიზისის სიმძიმეს“.

შეხვედრა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით გაიმართა.

 

ამ თემაზე:

გვსურს, მივიდეთ იმ შედეგთან, როცა ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს – თალაკვაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]