weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თამარ ჟვანია თუნდაც ერთი დღით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში – მელია

16:35 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ერთი დღით მაინც უნდა მოხვდეს საპატიმროში, რათა საქართველოში არჩევნების გაყალბება ვერავინ გაბედოს. ამის შესახებ მელიამ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„ქალბატონი ჟვანია, რომლის ხელითაც გაყალბდა და გაფორმდა გაყალბებული, არშემდგარი არჩევნები ბედავს და ამბობს: არ გაიშვას თქვენი გადაყენებული თამარ ჟვანიაო. ჩვენ მას კი არ გადავაყენებთ, ჩვენ მას გავაძევებთ იქ, სადაც ერის მოღალატეების ადგილია. გონს მოეგეთ, ქალბატონო ჟვანია!

არასოდეს არავისთვის მისურვებია თავისუფლების შეზღუდვა, ყველა მენანება ციხისთვის, პატიმრობისთვის, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში ამ რეჟიმის მხრიდან დევნის სუბიექტი ვარ, მაგრამ თამარ ჟვანიას როლი არის უკიდურესაც ანტისახელმწიფოებრივი, უკიდურესად მოღალატეობრივი და მას არ უნდა ეპატიოს.

იგი თუნდაც ერთი დღით, თუნდაც სამით აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში, იმიტომ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედოს აი, თქვენ, რომ ხმას მისცემთ, თქვენ რომ თქვენი წრფელი გულით წახვალთ საარჩევნო უბანზე, იმის ნაგვის ურნაში გადაგდება. ჩვენ არ უნდა გავაბედინოთ“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, პროტესტი სულ უფრო და უფრო მძაფრი გახდება და „რეჟიმს ორი არჩევანი აქვს: ან ძალიან მტკივნეულად მარცხდება და დაენარცხება ძირს, ან მშვიდობიანად ჩაბარდება მოსახლეობას“.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მთავარი გამარჯვება წინა არის, თუმცა ოპოზიცია უკვე გამარჯვებულია, რადგან არცერთი ოპოზიციური პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას.

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და „ტოტალურ გაყალბებაზე“ საუბრობენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]