weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქვეყანას სჭირდება ახალი არჩევნები, ამ პოზიციას არ დავთმობთ – ბაქრაძე

17:27 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

„ჩვენი პოზიცია არის უცვლელი და ურყევი: ამ ქვეყანაში წინსვლას, სტაბილურობას, წარმატებას, განვითარებას სჭირდება ახალი არჩევნები. წერტილი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ამ მოლაპარაკებებზე არ დავთმობთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ბაქრაძე სიტყვით რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე გამოვიდა.

„ამ მოლაპარაკებებში ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“, რომლის უკანაც დგას გაყალბებული არჩევნები, პრივილეგიები და თანამდებობა, ძალადობა და სიყალბე, ხოლო მეორე მხარეს – გაერთიანებული ოპოზიცია, რომლის უკანაც დგახართ თქვენ, სიმართლე და ამ ქვეყნის მომავალი. არ შეიძლება ქვეყნის მომავალმა უკან დაიხიოს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა უარყო „ქართული ოცნების“ წევრების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებისთვის ემზადებიან.

„არავინ არ ემზადება მეორე ტურებისთვის. ყოველ დღე ამბობენ, პარლამენტში შემოსვლისთვის ემზადებიანო. არავინ ემზადება პარლამენტში შესვლისთვის. ხალხო, მილიარდერმა ერთი ადამიანის ყიდვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან, ერთი ადამიანის გატეხვა ვერ მოახერხა ოპოზიციიდან. ვამაყობ, რომ ერთად ვდგავართ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

თბილისში, ამ წუთებში, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეები 31 ოქტომბრის „არჩევნების გაყალბებას“ აპროტესტებენ. ისინი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

აქციას წინ უძღოდა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ შემდეგ შეხვედრაზე ხელახალი არჩევნების თარიღზე იქნება საუბარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]