weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ენმ-ის ქუთაისის მერობის კანდიდატი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს

09:54 ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, გრიგოლ (გიგა) შუშანია აცხადებს, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას აი მიიღებს. მისი თქმით, ამის თაობაზე საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

გრიგოლ შუშანია ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ.

„ოფიციალურად დავწერე განცხადება და შევიტანე საოლქოში, რომ მეორე ტურიდან მოიხსნას ჩემი კანდიდატურა. ასევე, მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს და სხვა მოქალაქეებსაც, რომ არ მივიდნენ მეორე ტურზე და არ მიიღონ ფარსში მონაწილეობა. ეს არის ცირკი და არა არჩევნები“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ქუთაისში მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური შაბათს, 21 ნოემბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გრიგოლ შუშანიამ პირველ ტურში ხმების 30.97% მიიღო (21 593 ხმა), ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა – 46.2% (32 216 ხმა).

 

ამ თემაზე:

ბიულეტენში დაფიქსირდება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა – ცესკო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]