weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

უნდა ვისწავლოთ მოლაპარაკება, ასე შენდება დემოკრატიული სახელმწიფო – გახარია

09:25 შაბათი, 21 ნოემბერი 2020

პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველმა ნომერმა, გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმა მთაწმინდის ოლქში მისცა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მეორე ტურში არჩევანი გავაკეთე იმის სასარგებლოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად საარჩევნო პროცესი დასრულდეს, ყველა პოლიტიკოსმა, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა პირველ და მეორე ტურში, პანდემიის დროს, გარდა იმისა, რომ გამოუცხადა ნდობა, დააკისრა უაღრესად დიდი პასუხისმგებლობა, იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა და პოლიტიკურმა პროცესმა გადაინაცვლოს პოლიტიკურ ფორმატებში – პარლამენტში.

რაც არ უნდა დიდი განსხვავება იყოს ჩვენს შორის, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთთან მოლაპარაკება, პასუხისმგებლობის აღება და ერთად მუშაობა. ეს არის როგორც ჩვენი ამომრჩევლის დაკვეთა, დავალება. გარდა მაისა, ასე შენდება დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოები“, – განაცხადა გახარიამ

მთაწმინდის საარჩევნო ოლქი ერთ-ერთია 17-დან, სადაც დღეს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგებით, მეორე ტურში ბექა ოდიშარია („ქართული ოცნება“) და შალვა შავგულიძე („ევროპული საქართველო“) გადავიდნენ. 

31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებენ ოპოზიციური პარტიები, მათ შორის ის 9 პარტია და ბლოკიც, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, შეძლეს 1%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. 3 ნოემბერს პარტიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რითიც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არ ცნობენ არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას და უარს ამბობენ მანდატებზე. ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკებები 12 ნოემბრიდან, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების, კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის შუამავლობით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]