weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ლოქდაუნის“ შესახებ გადაწყვეტილება არ მიგვიღია – ცქიტიშვილი

13:39 სამშაბათი, 24 ნოემბერი 2020

საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, კორონავირუსის გამო ახალი შეზღუდვების დაწესებაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ.

„სამწუხაროდ, როგორც მედიასაშუალებებით ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია თითქოს გუშინ ან დღეს მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური „ლოქდაუნების“ შესახებ. კიდევ მინდა ვთქვა რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე აქტიურად ვახორციელებთ და ეს პროცესი გაგრძელდება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3045 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 18 526 აქტიური შემთხვევაა – 6192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3739 მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 8595 სამკურნალოდ ბინაზეა დატოვებული. საავადმყოფოში მოთავსებული 932 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 413 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

გუშინ, საქართველოში კორონავირუსის 3958 ახალი შემთხვევა იყო, ხოლო გუშინწინ – 4048.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]