weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ხაზარაძე: უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, პარტიულზე – არა

10:33 შაბათი, 28 ნოემბერი 2020

„ლელოს“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან პარტიის დაფინანსებას მიიღებენ, ხოლო საპარლამენტოს – არა. როგორც ხაზარაძე ამობობს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭომ კენჭისყრით მიიღო, რომელშიც არც თავად მონაწილეობდა და არც პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს დაფინანსება იმისთვის არის საჭირო, რომ რეგიონებში პარტიული ცხოვრება არ ჩაკვდეს და პარტიამ მომავალი არჩევნებისთვის მომზადება შეძლოს.

პოლიტსაბჭოს სხდომა გვქონდა. პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო დაფინანსებაზე, თუმცა უარს არ ვამბობთ პარტიის დაფინანსებაზე, იმიტომ, რომ ეს ორი პრინციპულად განსხვავებული რაღაცაა. მინდა მოსახლეობას ავუხსნა: რომ წარმოვიდგინოთ, ყველა პარტიამ უარი თქვას დაფინანსებაზე ან საკუთარი ნებით, ან სხვა რაღაცის გამო, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ უფრო ვაღრმავებთ შავი ფულის ტრიალს პოლიტიკაში, რადგან ის კანონმდებლობა, რომელიც დღეს არის, უამრავ ხვრელს აჩენს და გაჩენილია ეს ხვრელი, პოლიტიკაში ბრუნავს შავი ფული, გაუმჭვრვალე ფული. თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული პროცესი განვითარდეს და რეგიონებში არ ჩაკვდეს ისედაც მყიფე პარტული ცხოვრება, იმიტომ, რომ რა მდგომარეობაში აღმოვჩნდით 31 ოქტომბრის შემდეგ, კარგად დავინახეთ. ეს არის მოუმწიფებელი დემოკრატია, გაუმართავი პარტიული სტრუქტურები, არაკვალიფიციური ადამიანები (მით უმეტეს, ახალი პარტიების) საარჩევნო უბნებზე და ა.შ. თუ არ მოემზადე მომავალი არჩევნებბისთვის… ამიტომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა პარტიამ“, – აცხადებს ხაზარაძე. 

კითხვაზე, საბიუჯეტი დაფინანსების მიღებით, ეთანხმება თუ არა პარტია ცესკოს მიერ დაწერილ შედეგებს, ხაზარაძემ თქვა – „რა თქმა უნდა, არა, იმიტომ, რომ ეს არის ის მინიმუმი, რაც დაწერეს. „ქართულმა ოცნებამ“ მიიწერა ჩვენი ხმები და აიღო 20 მილიონი ლარის ბიუჯეტი. სხვა პარტიებს არა მარტო ხმები წაართა, გააყალბა, არამედ ფინანსებიც წაიღო“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი შედეგებიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება 14 პარტიას აქვს. აქედან რვამ დაფინანსების მიღებაზე თანხმობა უკვე განაცხადა. მათ შორის ის პარტიებიც არიან, რომლებიც 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ.

პარტიებს დაფინანსების მისაღებად ცესკოში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა ეს ვადა, კანონმდებლობის შესაბამისად, კიდევ სამი დღით გაუხანგრძლივდათ. „ლელო“, „გირჩი“, „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტულ პარტია“ – ეს ის პარტიებია, რომლებმაც ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე თანხმობა 25 ნოემბრამდე არ განაცხადეს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]