weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს დანიშნა

13:15 სამშაბათი, 08 დეკემბერი 2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12 საათზე გაიმართება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 3 დეკემბერს დაამტკიცა. ცესკოს თანახმად, საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ გარდა, 8 პარტია და საარჩევნო ბლოკი მოხვდა. 150 საპარლამენტო მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 90 მოიპოვა, ხოლო ოპოზიციამ – 60. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, რის გამოც მეათე მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია და მასში შესვლას არ აპირებს. ოპოზციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის დღემდე არ დასრულებულა ელჩების შუამავლობით დაწყებული მოლაპარაკებები.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად მეცხრე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ჰყავს წარდგენილი.

კონსტიტციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]