„ელჩები გვეუბნებიან, მოდით, პროცესს ნუ დააზიანებთ, გარეთ თუ გავა ის, რაზეც აქ ვსაუბრობთ, პროცესი დაზიანდება და შეთანხმებამდე ვერ მივალთო. ეს ძალიან მარტივია. ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს, აურიოს ყველაფერი. საბოტაჟით არიან დაკავებულები, რომ ჩაშალონ ყველაფერი, რადგან ვერ მოხვდნენ პარლამენტში ბოკერია და უგულავა. ამიტომ უნდათ, ყველაფერი არიონ. თავი მოეჭრათ ერთს ზუგდიდში, მეორეს – ფოთში. წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი, რა ეგონა, რას იზამდა იქ, რას მიაღწევდა. ახლა უნდათ, ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა, ჩავშალო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, გუშინ „ბოკერიას პარტიის ხალხი“ თავგამოდებით გაიძახოდა, რომ მან ფული აღო და პარლამენტში შევიდა. ელისაშვილის თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება ძალიან დიდი უსინდისობა და უმსგავსობაა.
პასუხად გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“ ელისაშვილისთვის არაფერი დაუბრალებია.
„ვწუხვარ, რომ ყველა ნიშანი გვაქვს იმისა, რომ ბატონი ელისაშვილი მიზეზს ეძებს, შევიდეს პარლამენტში. ასე გამოიყურება ეს. ჩვენ მისთვის არაფერი დაგავიბრალებია, მოიტყუა, თითქოს რამე დავაბრალეთ. თუ ის რამე კოსმეტიკური საბაბით შევა პარლამენტში, მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული იქნება“, – განაცხადა ბოკერიამ.
ამ თემაზე:
ალეკო ელისაშვილმა თქვა, რა შემთხვევაში დათანხმდება პარლამენტში შესვლას