weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ერთპარტიული პარლამენტი უზარმაზარი მარცხია ქართული დემოკრატიის – ვაშაძე

16:59 ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020

„ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ხვალ დავწერთ განცხადებებს და ჩავხსნით ჩვენს სიებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ვაგრძელებთ ბოიკოტს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც ვაშაძემ თქვა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველანაირად მოწადინებულია, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება შედგეს.

„ვაპირებთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ თავიდან ბოლომდე ამ პროცესში. სიტუაცია ძალიან მძიმეა და

ის, რომ ხვალ ერთპარტიული პარლამენტი იქნება, ეს არის არა ვინმეს გამარჯვება, არამედ, პირიქით, ეს არის უზარმაზარი პრობლემა და მარცხი ქართული დემოკრატიის.

ყველა ერთად უნდა დავფიქრდეთ, რომ ამ უმძიმესი პროცესიდან ვიხსნათ ქვეყანა და სახელმწიფო. ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდს, ისევე როგორც აქამდე, ყოველთვის გვექნება ჩვენი დამოუკიდებელი პოზიციები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით და კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეტი და მეტი კონსოლიდაცია იმ ადამიანების, ვინც ფიქრობენ, რომ უნდა ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში“, – განაცხადა  გიორგი ვაშაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგებით, საარჩევნო ბლოკმა „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი“ პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად 3.15% მიიღო, რაც 4 მანდატია. ცესკოს მონაცემებით, ოპოზიციას ჯამში 60 მანდატი აქვს, ხოლო „ქართულ ოცნებას“ დანარჩენი – 90.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]