weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ეს ელჩების შეურაცხყოფაა – იოსელიანი მანდატებზე უარის თქმაზე

17:46 ხუთშაბათი, 10 დეკემბერი 2020

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა ელჩების შეურაცხყოფაა.

„ეს უბრალოდ ელჩების შეურაცხყოფაა. მაშინ მე ვსვამ კითხვას - რა აზრი აქვს მოლაპარაკების შემდეგ რაუნდს? მაშინ, ვთქვათ, რომ ვშლით მოლაპარაკებას, აღარ გვინდა ეს მოლაპარაკება და აქამდე რასაც ვაკეთებდით, ყველაფერი ფარსი იყო“, – განაცხადა იოსელიანმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება იმ დროს, როდესაც მოლაპარაკებები არ არის დასრულებული, საბოტაჟია.

„ხალხი, რომელსაც მანდატები არ აქვს, მთელ ოპოზიციას აიძულებს, წავიდნენ და მანდატებზე უარი თქვან. ამ პოზიციაზე ძირითადად „ევროპული საქართველო“ და ის ადამინები არიან, რომლებმაც თავიანთი პირადი, პერსონალური ამბიცია ვერ დაიკმაყოფილეს ამ არჩევნებით. ცდილობენ ყველაფერი აურიონ.

ჩვენ ამაზე საჯაროდ იმიტომ დავიწყეთ ლაპარაკი, რომ დავიცვათ ეს პროცესი და გადავარჩინოთ ეს შეთანხმება. თუ ეს შეთანხმება არ გადავარჩინეთ, პერსპექტივა არის არაფერი, გაზაფხულზე გაბრაზებული და მშიერი ხალხი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და მოაწყოს რევოლუცია, რაც მე არ მინდა. ოპოზიციის ნაწილს უნდა, რომ ამას დაელოდოს“, – აცხადებს იოსელიანი.

როგორც ის ამბობს, გული სწყდება, რომ მანდატებზე უარის თქმით გადაწყვეტილება მიიღო „სტრატეგია აღმაშენებელმაც“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]