weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სრული სპეკულაციაა, რომ თითქოს რაღაცას ვმალავდით – ISFED-ის დირექტორი

17:09 ორშაბათი, 14 დეკემბერი 2020

სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც ორგანიზცია ორი კვირა მალავდა ინფორმაციას ხმების პარალელურ დათვლაში გამოვლენილ ხარვეზზე.

ნიჟარაძემ „რუსთავი 2“-თან განაცხადა, რომ ორგანიზაცია საზოგადოების ინფორმირებას აუდიტის სრულად დასრულების შემდეგ გეგმავდა.

„სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდა აუდიტი და სრულყოფილად ვსწავლობდით ყველა მასალას. მიზანი იყო, რომ ყველა კითხვის ნიშანი გამოგვერიცხა. ცნობილი გახდა იმის შესახებ, რომ ხარვეზი იქნა დაშვებული პროგრამაში და აუდიტის სრულად დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, ვგეგმავდით, რომ საზოგადოებისთვის მიგვწოდებინა. შესაბამისად, ის, რომ თითქოს რაღაცას ვმალავდით, არის სრული სპეკულაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაა. არ ვიცი, ეს როგორ უნდა შევაფასო. უბრალოდ, ძალიან სამარცხვინოა“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

11 დეკემბერს, „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

გუშინ, 13 დეკემბერს, ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ ორგანიზაციამ შიდა აუდიტი ნოემბრის მეორე კვირაში დაიწყო, გამოვლენილი ხარვეზის შესახებ კი ნოემბრის ბოლოს აცნობა დონორ ორგანიზაციას - USAID-ს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]