weather cur horoscope tv
თებერვალი 24, 2021

ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გიორგი რურუას ამნისტია შეეხოს – სარჯველაძე

15:37 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020 hits 204
ფოტოზე მიხეილ სარჯველაძე ფოტოზე მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ვერ დაეთანხმება შეფასებას, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე - გარცელდება თუ არა ამნისტია „ეგრეთ წოდებულ პოლიტპატიმრებზე“, მათ შორის გიორგი რურუაზე, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა:

„ჩვენს ქვეყანაში პოლიტპატიმრის არსებობის თაობაზე ჩემთვის არაფერია ცნობილი და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ამ შეფასებას. რაც შეეხება კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ამის გავრცელებას, უმჯობესი იქნება მომავალში ვისაუბროთ. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ეს შეეხოს იმ პირებს, ვიზეც თქვენ სვამდით კითხვას“.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტს წარადგენს, რომლის მიღების შემთხვევაში, ამნისტიას დაექვემდება სისხლის სამართლის კოდექსის 44 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა გათავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულები. კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ზოგიერთი ისეთი დანაშაული, როგორიც არის, მაგალითად, მკვლელობა ან ოჯახური ძალადობა. მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, კანონპროექტი მოიცავს ნარკოდანაშაულებს, გარდა გასაღების დანაშაულისა.

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს, 2020 წლის 30 ივლისს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი ჩაუდეს. გიორგი რურუა თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და დაკავებას უკავშირებს 2019 წლის ივნისიდან დაწყებულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მის გათავისუფლებას ითხოვენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]