weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექვსმა ოპოზიციონერმა აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატზე უარი თქვა

14:13 ორშაბათი, 21 დეკემბერი 2020

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ ექვსმა წევრმა, რომელიც 2020 წლის არჩევნების შედეგად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებად აირჩიეს, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის თაობაზე განცხადებები დაწერა.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ამ ფორმით არ აღიარებენ „გაყალბებულ არჩევნებს“ და ამომრჩეველთა ხმებს იცავენ.

„დავწერეთ განცხადებები და წერილობით ჩავაბარეთ კანცელარიას იმასთან დაკავშირებით, რომ უარს ვამბობთ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მანდატზე, რადგან არჩევნები გაყალბებულია და ჩვენ ამ გადაწყვეტილებით უარს ვეუბნებით საქართველოში დემოკრატიის უარყოფას“, – განაცხადა მედეა ვასაძემ.

„არ ვაპირებთ „ქურდულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას. როგორც ჩვენს ამომრჩეველს შევპირდით, მათთან ერთად ქუჩიდან გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და აუცილებლად მივალთ გამარჯვებდამდე. დღეს 41-ე დღეა, რაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს და ეს აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება მოთხოვნები დაკმაყოფილებული“, – აღნიშნა ელგუჯა ბაგრატიონმა.

აჭარის უმაღლეს საბჭოში 21 დეპუტატია. 2020 წლის არჩევნების შედეგეად 14 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო 7 გაერთიანებულმა ოპოზიციამ. რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის“ საარჩევნო სიის მეექვსე ნომერმა, „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ მან „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]