weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„პატრიოტთა ალიანსიდან“ ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს

14:24 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი ავთანდილ ენუქიძე პარლამენტში შესვლას აპირებს. ამის თაობაზე განცხადება მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გააკეთა.

„მე ვარ და ვრჩები „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერად და მეგობრად, მაგრამ მიმაჩნია ბრძოლის ეს ფორმა. როდის შევალ პარლამენტში არ ვიცი, მაგრამ მანდატი არ ჩამიბარებია და არც ჩავაბარებ. ჩვენთან პარტიაში თავისუფალი ადამიანები ვართ, არავინ არავის არ ზღუდავს და ვერც შემზღუდავს, არც უცდია არავის ჩემი შეზღუდვა, პირიქით ყველას თავისი აზრი აქვს“, – განაცხადა ავთანდილ ენუქიძემ.

„პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ, ირმა ინაშვილმა სადეპუტატო მანდატზე უარის თქმის შესახებ განცხადება, პარტიის სხვა ორ წევრთან ერთად, ორშაბათს დაწერა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მეათე მოწვევის პარლამენტში ცხრა პოლიტიკური პარტია შევიდა: 90 მანდატი „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო დანარჩენი 60 ოპოზიციურ პარტიებს შორის ასე გადანაწილდა: „ევროპული საქართველო“ – 5, „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 36, „პატრიოტთა ალიანსი“ – 4; „ლეიბორისტული პარტია“ – 1; „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – 2; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4; „გირჩი“ – 4; „ლელო“ – 4.

მანდატებზე უარი 54-მა დეპუტატმა ოფიციალურად თქვა.

ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და მეათე მოწვევის პარლამენტი არ ასახავს ამომრჩეველთა ნებას, შესაბამისად, ის არალეგიტიმურია. ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ელჩების შუამავლობით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც უკვე ოთხი რაუნდი შედგა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება და გაიმართება თუ არა მეხუთე რაუნდი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]