weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მე-10 მოწვევის პარლამენტში – ინაშვილი

16:49 ოთხშაბათი, 23 დეკემბერი 2020

„მკაფიოდ მინდა, განვაცხადო, რომ მე - ირმა ინაშვილი, გიორგი ლომია და გოჩა თევდორაძე არ შევდივართ პარლამენტში, ანუ პარტიის პოლიტიკური შემადგენელი არ შედის მეათე მოწვევის პარლამენტში“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, რითიც პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

ინაშვილის თქმით, ავთანდილ ენუქიძე წლების მანძილზე „პატრიოტთა ალიანსს“ აფინანსებდა.

„მოგეხსენებათ, ყველა პარტიაში არის ბიზნესშემადგენელი - ბატონი ავთო წლების მანძილზე არის ჩვენი მხარდამჭერი, არის ჩვენი პარტიის შემომწირველი, აფინანსებდა არჩევნებს და შესაბამისად, ის თავისუფალია მის ქმედებებში. მე და პარტიას არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ჩავერიოთ ბატონი ავთანდილის გადაწყვეტილებაში. ის თავისუფალი ადამიანია და თავად იღებს გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება, როგორც მე დღეს მოვისმინე, მიღებული აქვს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე: „მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, ამის დამადასტურებელი არაერთი ფაქტი და მტკიცებულებაა, ჩვენ გაყალბების გზით შემდგარ პარლამენტს არ შევუერთდებით“.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ავთანდილ ენუქიძე, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია, საპარლამენტო მანდატზე უარს არ იტყვის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]