weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

არ ვიცით, საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ ხარვეზის შესახებ – თამარ სართანია

15:58 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) გამგებოს თავმჯდომარის, თამარ სართანიას განცხადებით, მათთვის უცნობია, საიდან გაიგო „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგებში არსებული ხარვეზის შესახებ.

როგორც გამგეობის წევრები ამბობენ, პირველი ადამიანი, ვისაც შესაძლო ხარვეზთან დაკავშირებით კითხვა გაუჩნდა და ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, ელენე ნიჟარაძეს დაუკავშირდა, ეუთო-ს ექსპერტი იყო.

„საიდან იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ წინასწარ, ეს არ ვიცით. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია არსებობს. ISFED-ს დამკვირვებლები ჰყავდა 1000 უბანზე. „ქართულ ოცნებას“ დამკვირვებლები ჰყავდა ყველა უბანზე. „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მარტივად იცოდა, რომელ 1000 უბანზე ჰყავდა ISFED-ს დამკვირვებელი, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ არ არის ცნობლი ამ 1000 უბნიდან რომელი 850 უბანი მოხვდა PVT-ის ე.წ. სამფლში. შესაბამისად ისეთი რესურსების მქონე პარტიას, როგორიც „ქართული ოცნებაა“ ძალიან მარტივად შეეძლო ჩამოეტვირთა ის 1000 ოქმი, დაეთვალა და მისულიყო იმ დასკვნამდე, რა დასკვნამდეც მივიდა. ეს არის ვერსია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება.

ასევე, არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიას, რომ შესაძლოა იყო ფარული მიყურადება, თუმცა მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ, რომ არაფერი, ყოველ შემთხვევაში ამის საფუძველი არ მაქვს, არ მიჭირავს ხელში. ვიცით, რომ ამ ქვეყნაში ფარული მოსმენები არსებობს, ეს აზრი მუსირებს და სამწუხაროდ, ამ ვერსიას გამგეობა ვერც უარყოფს და ვერც დაადასტურებს. ეს არ არის ჩვენი კომპენეტცია. აქვე ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ რესურსების მქონე პარტიას არ გაუჭრდებოდა 1000 უბნის ოქმის ჩამოხსნა და დათვლა ერთ დღეში, ან ორ დღეში“, – განაცხადა თამარ სართანიამ.

მისივე თქმით, ISFED-ის დირექტორის მიმართ მუქარას, დაშინებასა და მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია.

 

ამ თემაზე:

ხმების დათვლის ფორმულაში ხარვეზი არის ადამიანური შეცდომა – ISFED-ის გამგეობა

ISFED-ის დირექტორმა სწორად ვერ შეაფასა ხარვეზის მნიშვნელობა – გამგეობის წევრი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]