weather cur horoscope tv
იანვარი 20, 2022

საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს იყო დაგეგმილი – ბოჭორიშვილი ISFED-ზე

16:57 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020 hits 661

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) ხმების პარალელურ დათვლაში (PVT) გამოვლენილ ხარვეზთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შესაძლოა ეს იყო „დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი“, რაც ხელისუფლების შეცვლას ისახავდა მიზნად.

„სამწუხაროდ, დღეს ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა შეიძლება ყველანაირი ინფორმაცია არსებობდეს. მცდარი, „ფეიკ ნიუსის“ დროში ვცხოვრობთ. შესაბამისად, ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ემსახურება სიმართლის დადგენას, ჩვენთვის ამოსავალი უნდა იყოს, რომ სწორად ვიმოქმედოთ.

ის პროცესები, რომელიც წარიმართა, იმის საფუძველს იძლევა, რომ გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ. არსებობს აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ვიფიქროთ, რომ ეს იყო ძალიან დაგეგმილი ქმედების ერთი კომპონენტი, რაც მიზნად ისახავდა არა კანონით დადგენილი წესით, არა კონსტიტუციის და არა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას.

საზოგადოებას სწორი დასკვნების გაკეთებისთვის სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ის, რაც ხდება, არ შედის იმ პარტიების ინტერესში, ვინც ამომრჩეველთა ხმები მოიპოვეს.

„ეს შედის ერთეული პიროვნებების ინტერესში. სამწუხაროდ, ის მდგომარეობა გვაქვს, როცა პოლიტიკური პარტიები რაღაც მსხვერპლი ვართ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ISFED-ის გამგეობის მიერ ჩატარებული მოკვლევის თანახმად, ხმების დათვლის ფორმულაში აღმოჩენილი ხარვეზი ადამიანური შეცდომაა, რომლის თავიდან აცილებაზე პასუხისმგებლობა თანაბრად ეკუთვნის ISFED-ის PVT კოორდინატორს/დირექტორის მოადგილეს და NDI ვაშინგტონის ოფისის ექსპერტებს.

11 დეკემბერს, ISFED-მა განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის (PVT) შედეგების აუდიტი განახორციელა, რამაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოავლინა. სადამკვირვებლო ორგანიზაციის განმარტებით, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული ხმების პარალელური დათვლით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 45.8% ჰქონდა მიღებული, 11 დეკემბრისთვის დაზუსტებული ინფორმაციით კი, მიღებული აქვს – 47.6%. ISFED-ის მონაცემების ცდომილების ხარისხი 0.7%-ია: „ქართული ოცნების“ მინიმალური შედეგი 46.9%-ია, ხოლო მაქსიმალური - 48.3%. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დათვლით, „ქართულმა ოცნებამ“ 48.22% მიიღო.

მომხდარის გამო თანამდებობა დატოვა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენე ნიჟარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]