weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნათელაშვილის თქმით, რამდენიმე ასეულ უბანზე მათმა წარმომადგენლებმა ხმა „გაყიდეს“

14:04 შაბათი, 26 დეკემბერი 2020

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნეს 67 ათასი ლარი, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე მივლენილ პარტიის წარმომადგენლებზე ხელფასის სახით უნდა გაეცათ.

როგორც შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ითხოვს, რომ აღნიშნული თანხა უფასო სასადილოების ბენეფიციართა კვებაზე დაიხარჯოს.

„პარტიებს ჰყავთ წარმომადგენლები ყველა უბანზე. ასეთია 3700 უბანი საქართველოში. წარმომადგენელი ვალდებულია, მივიდეს და თუ ხმას არ დაიცავს, თვითონ მაინც მოგვცეს ხმა.

ჩვენი წარმომადგენლები მიბრძანდნენ რამდენიმე ასეულ უბანზე და წამოიღეს 0 ხმა. პირდაპირ ჩანს, რომ ხელისუფლებამ არა მარტო გააყალბა უბანი, არამედ ესეც მოისყიდა, ეს ნაძირალა, რომელიც გაგზავნილი გვყავდა.

ახლა, ამას ხელფასს ხომ არ გადავუხდიდით ხალხისგან გამომუშავებული ბიუჯეტიდან? ამიტომ ჩვენ უარი ვუთხარით მათ ხელფასებზე, განვუცხადეთ, რომ წავიდნენ და სასამართლოში იჩივლონ, თუ რაიმე პრეტენზია აქვთ და იქ დავუმტკიცებთ ვინ არიან ისინი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, პარტიას ასეთი 400-500 წარმომადგენელი ჰყავდა: „მემგონი, ძალიან სწორი გავაკეთეთ და ეს ჭკუის სასწავლებელი იქნება. მოღალატეებს, არამზადებს, გამყიდველებს, უქნარებს ბიუჯეტიდან არავითარი ხელფასი არ უნდა მივცეთ. რატომ? რისთვის? ეგენი შემოუშვა უშიშროებამ პარტიაში იმისთვის, რომ უბნიდან ნული ხმები გამოეტანათ და საჩივრები არ დაეწერათ“.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების თანახმად, პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ხმების 1% მიიღო, რეც ერთ მანდატს უდრის. შალვა ნათელაშვილმა მანდატზე უარი თქვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]